მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  დეკემბერი  2017

    ძველ თბილისში სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

    ძველ თბილისში, საიათნოვას ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ადგილზე დასასვენებელი სახლის ამოქმედება დავით კაჭკაჭიშვილს სურს.

    როგორც მან საქმის კურსს განუცხადა, შესაბამისი განაცხადი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე შეტანილი აქვთ.

    საუბარია 15-16 ნომრიან სასტუმროზე. თუ პროექტმა მშენებლობის ნებართვა მცირე დროში მიიღო, დავით კაჭკაჭიშვილს სურს, რომ სასტუმრო ერთ წელიწადში აამოქმედოს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა სახელით ან ბრენდით დაიწყებს ოპერირებას ბაზარზე ახალი სასტუმრო. მისი მფლობელი ამაზე ჩამოყალიბებული ჯერ არ არის. 


     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები