მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  დეკემბერი  2017

    BGEO – ს შვილობილმა GGU-მ ბოდორნა ჰესის მშენებლობა დაიწყო

    BGEO Group -ის შვილობილმა Georgia Global Utilities -მა (GGU), რომელიც კომუნალური და ენერგეტიკულ აქტივებს ფლობს, ბოდორნა ჰესის მშენებლობის დაწყებაზე განაცხადა.

    ახალი ჰესი თბილისიდან 55 კილომეტრშია, 2.5 მგვ-ის დადგმული სიმძლავრის ჰესი წელიწადში 15 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს, რასაც GGU ძირითადად შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებს, ჭარბ ელექტროენერგიას კი გაყიდის.

    ჰესის მშენებლობას შვეიცარიული საინჟინრო კომპანია Stucky -ის ზედამხედველობით ადგილობრივი კომპანიები განახორციელებენ.

    ჰესის მშენებელობაში 10 მლნ ლარი ჩაიდება. გაწეული ინვესტიცია ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით ფინანსდება.

    მის ექსპლუატაციაში გაშვება 2018 წლის სექტემბერშია დაგეგმილი 

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები