მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  დეკემბერი  2017

    2018 წლის ბიუჯეტის პროექტით 72% გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება

    ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 815.0 მილიონი ლარი.

    ბახტაძის განმარტებით, ეს 2017 წლის მაჩვენებელს 527.0 მილიონი ლარით აღემატება.

    "გამოყოფილი თანხის ფარგლებში: რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 288,5 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 196,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.

    აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა", - აღნიშნა მინისტრმა

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები