სიახლეები
-
13 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, მდინარე მტკვარზე უკანონო ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მდინარე მტკვარზე აშენებული უკანონო ნაგებობების დემონტაჟი კონკრეტულმა პირებმა გარკვეული ვადაში უნდა განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახურები კანონით გათვალისწინებული ზომებს გაატარებენ.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს სთხოვა, მტკვარზე უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები გაატარონ.
“მიეცით გარკვეული ვადები, დრო, რომ თვითონვე განახორციელონ უსახური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის შეფასებით, მტკვარზე გაუგებარი მშენებლობები კანონდარღვევით მიმდინარეობს.
“მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, დროებითი კონსტრუქციების უნებართვო მშენებლობას, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ჩემის აზრით, მეტი სიცხადისთვის დაზუსტება აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობამ მოამზადა შესაბამისი ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.ტეგები