მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ივნისი  2016

    m2 თბილისში ახალ საცხოვრებელი უბნის პროექტში 300 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს

    ცნობილი ხდება, რომ დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე კომპანია "ემ კვადრატი" დიდი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს. როგორც "ემ კვადრატის" გენერალურმა დირექტორმა "ბიზნესკონტაქტთან" განაცხადა, ახალ უბანში განთავსდება არამხოლოდ საცხოვრებელი ბინები, არამედ საოფისე ფართები და რითეილი.

    "პროექტი მარშალ გელოვანის გამზირზე განორციელდება, სადაც 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ვფლობთ. ამ ეტაპზე ახალი უბნის დაპროექტების სტადიაზე ვართ. გენგეგმას უკვე მოვრჩით, რომელიც უნდა შეთანხმდეს ქალაქთან და ამის შემდეგ დავიწყებთ ინვესტორის მოძიებას", - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

    მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარზე მეტია.

     


პარტნიორები