მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  დეკემბერი  2017

    კურორტ გოდერძიზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

    კურორტ გოდერძის განვითარება ახალ ფაზაში გადადის.

    სამთო კურორტზე კიდევ 4 საინვესტიციო პროექტი იწყება, რომელიც სასტუმროებისა და კოტეჯების მშენებლობას, ასევე ტბის მოწყობას ითვალისწინებს. ჯამური ინვესტიცია 16 მლნ ლარს აღწევს.

    კურორტზე 4 მილიონიან პროექტს იწყება "ნიუ გოდერძი", რითაც კურორტს 100 სასტუმრო ნომერი, "გთემ გრუპი"-ის მიერ ჩადებული 4.5 მილიონი ლარის შემდეგ კი, კურორტს ტბა და 14 კოტეჯი შეემატება.

    ARINA’S PLACE -ი 1.2 მილიონ დოლარს 15 კოტეჯის მშენებლობაში ჩადებს, 1.5 მილიონი "ნიუ თაიმის” პროექტების საინვესტიციო ბიუჯეტია, რითაც 90 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

    შეგახსენებთ, კურორტ გოდერძიზე სეზონი უკვე გაიხსნა. ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარია.

     

     

     


პარტნიორები