მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  დეკემბერი  2017

    სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის მშენებლობა გრძელდება

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების მონიტორინგს ამჯერად გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის სამუშაოები დაათვალიერა.

    პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების ოთხ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, პარალელური გზაგამტარის, სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 370 ადამიანია დასაქმებული.



    სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქვეყნის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.

    პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2018 წელს იგეგმება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები