სიახლეები
-
11 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
ბაუ სტარი" დიღმის მასივში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გააგრძელებს
სააპელაციო სასამართლომ "დინამო თბილისის" მოთხოვნა სამშენებლო კომპანია "ბაუს სტარისათვის" მშენებლობის შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინება ბათილად ცნო, რაც ნიშნავს რომ "ბაუ სტარი" დიღმის მასივში მიქელაძის 9 ა.-ში პროექტით გათვალისწინებულ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გააგრძელებს.
"სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი დავა რომელიც "ბაუ სტარსა" და დინამო თბილისს შორის არსებობს. 2011 წელს საფეხბურთო კლუბმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 1500 კვ. მ. ტერიტორია მიიტაცა და ამ დრომდე ზედამხედველობის სამსახურის არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად საზღვრების მოწესრიგებას არ ახორციელებს", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის დირექტორის ქრისტიან შარაშენიძის განცხადებით, "სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო რომ კომპანია "ბაუსტარი" მშენებლობას კანონის სრული დაცვით ახორციელებს".
"თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას კი, თუ ქართული ფეხბურთის ბედი ნამდვილად აწუხებს, ჩვენ მზად ვართ საფეხბურთო კლუბის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უკანონო შენობა ნაგებობების დემონტაჟი მოუწევს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" დიღმის ბაზის მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ "დინამოს" პრეზიდენტი, რომან ფიფია, ვეტერანი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ნაწილი. კლუბის წარმომადგენლი ლევან სალუქვაძე აცხადებდა, რომ საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში, ბაზის მიკროკლიმატი დაირღევევა, სივრცეს რეალური ფუნქცია დაეკარგება და სპორტსმენები ნორმალურად ვარჯიშს ვეღარ შეძლებენ.ტეგები