სიახლეები
-
11 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
m2 უძრავი ქონება „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებას გეგმავს
M2 "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე მუშაობს. შესაბამისი განცხადება დეველოპერული კომპანია M2-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ საქმიანი დილის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან და მათ აქვთ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი ქავთარაძესა და ვაჟა-ფშაველაზე.
„გვაქვს საკმაოდ ამბიციური ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. აქტიურად ვმუშაობთ ნებართვის აღებაზე. საბურთალოზე გვაქვს თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სადაც გვინდა, გადავიყვანოთ "ხრუშჩოვკების" მცხოვრებლები.
ამ კუთხით ძალიან დიდი პერსპექტივები იშლება. ჩვენ ამჟამად აქტიურად ვმუშოაბთ თბილისის მერიასთან სწორედ ამ კუთხით და არის სრული მხარდაჭერა. თუ ავიღებთ უსაფრთხოების ნორმებს, ან ხანძრის ან სიცოცხლის უსაფრთხოების კუთხით თუ შევხედავთ სიტუაციას, სეისმომედეგობას რომ თავი დავანებოთ, ეს შენობები შეუთავსებელია ამ ნორმებთან",- აცხადებს ბურდილაძე.
მისივე თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2017 წლის პირველი ნახვერის მონაცემებით, უძრავ ქონებაში მოთხოვნა გაზრდილია ახალაშენებულ ბინებზე.
„თუ 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს ავიღებთ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გარიგებები არის მნიშვნელოვნად გაზრდილი - 6 000-ს გადააჭარბა ახალაშენებული ბინების ნასყოდობებმა, რაც 44%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე“,- აღნიშნა ბურდილაძემ.ტეგები