მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  დეკემბერი  2017

    m2 -უძრავი ქონება სასტუმროს ბრენდის შექმნას გეგმავს

    ბუტიკური სასტუმროების კუთხით m2 -უძრავი ქონება საკუთარი ბრენდის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ TV პირველზე (საქმიანი დილა) განაცხადა.

    ირაკლი ბურდილაძემ სასტუმრო ბიზნესის სექტორში არსებულ პროექტებზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, ნებართვის მიღების შემდეგ, სასტუმროს მშენებლობას დაიწყებენ ქუთაისში.

    დეველოპერი ამბობს, რომ გეგმაშია კახეთში, ღვინის და ეკო ტურიზმთან დაკავშირებული ბუტიკ-სასტუმროს განვითარება და ამ მიმართულებით მიწის ნაკვეთის შერჩევა მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ m2 -უძრავი ქონების პორტფელში ამ ეტაპზე სასტუმროს 3 პროექტია. მათგან ორი თბილისში მდებარეობს, ერთის მშენებლობა ქუთაისში იწყება.

     

     

     


     

    ტეგები


პარტნიორები