სიახლეები
-
06 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
შიდსის ახალი ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი ცხადდება
"ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის" პროექტირებისა და მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის განხორციელება მოიცავს აღნიშნული ცენტრის პროექტირებას და მშენებლობას.
დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის დიზაინისთვის გამოიყოფა 300 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში, მშენებლობისთვის კი 6 მილიონი ევროს ეკვივალენტი ლარში.
განაცხადების მიღება 22 იანვრამდე გაგრძელდება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დიზაინის შემუშავებისა და მშენებლობისთვის 18 თვეა გამოყოფილი.