მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  დეკემბერი  2017

    ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2018 წელს განხორციელდება

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილია 1 815.0 მლნ ლარი, რაც 557.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს.

    გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

    • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 310.8 მლნ ლარი, მათ შორის განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია:

    - თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) - 250.0 მლნ ლარი;

    - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი;

    - სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა - 150.0 მლნ ლარი;

    - ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70.0 მლნ ლარი;

    - ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 45.0 მლნ ლარი;

    - ქ. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი;

    - ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი;

    - აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო ოსიაური) – 20.0 მლნ ლარი;

    - ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ ლარი;

    - სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20.0 მლნ ლარი; - სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა - 60.0 მლნ ლარი;

    - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - 53.0 მლნ ლარი;

    - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი;

    - ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია - 25.0 მლნ ლარი;

    - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი;

    - მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი;

    • რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 288.5 მლნ ლარი, მათ შორის:

    - მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 60 მლნ ლარი; - მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - 70.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა);

    - საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი - 45.0 მლნ ლარი;

    - რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) - ჯამში 43.5 მლნ ლარი;

    • წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 196.0 მლნ ლარი, მათ შორის:

    - ქუთაისის წყალარინების პროექტის ფარგლებში 368 კმ სიგრძის წყალარინების ქსელის და 30 სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;

    - რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები - 12.0 მლნ ლარი, მათ შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;

    - ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა - 150.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია (მესტია, ანაკლია, ურეკი, ფოთი, ზუგდიდი, ჯვარი, ჭიათურა, გუდაური, ბოლნისი, მარნეული), ასევე ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;

    - წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი - 12.5 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროექტების განხორციელება კახეთის (თელავი- კურდღელაური, სიღნაღი, წნორი, საგარეჯო), შიდა ქართლის (დუშეთი), ქვემო ქართლის (ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ლიკანი-წაღვერი) რეგიონებში.

    - საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი - 15.5 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 2 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ქ. თელავსა და ქ. წყალტუბოში. 

     

     

     


პარტნიორები