მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  დეკემბერი  2017

    თბილისში მოპირკეთების გარეშე შენობები ექსპლუატაციაში აღარ მიიღება

    თბილისის მერმა არქიტექტურის სამსახურს მშენებლობების ფასადების მკაცრი გაკონტროლება მოსთხოვა. კახა კალაძის განცხადებით, არც ერთ პროექტზე სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, თუ იმ პროექტში გარე ფასადი წარმოდგენილი არ იქნება.

    „არქიტექტურის სამსახურს მინდა დავავალო, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემის დროს მკაცრად გააკონტროლოს პროექტის შესაბამისობა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან. მათ შორის, ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიც არის გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არცერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს გარე ფასადი. ჩვენ მოპირკეთების გარეშე არც ერთი მშენებლობა ექსპლუატაციაში არ უნდა მივიღოთ და შესაბამისად, არ უნდა გავცეთ ნებართვები. ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლი არის საჭირო. ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა ამ მიმართულებით, შედეგი სახეზეა. ასე გაგრძელება იქნება შეუძლებელი,- განაცხადა კალაძემ.

     

     

     

     


პარტნიორები