მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  მარტი  2016

    ბათუმი თაუერის შენობაში მაღალი კლასის „LE MERIDIEN” ქსელის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

    შენობა, რომელშიც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Le Meridien”-ი გაიხსენება მდებარეობს ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ უბანში ბულვარის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროსთან და წარმოადგენს კავკასიაში ყველაზე მაღალ ნაგებობას, რომელშიც განთავსებულია მიმოხილვის ბორბალი (ატრაქციონი).

    RED-CO-ს აღნიშნული პროექტი „Le Meridien”-ის სასტუმროსთან ერთად მოიცავს ისეთი ფუნქციის ობიექტების გახსნასაც როგორიცაა: კაზინო, სპა, ფიტნეს ცენტრი, აუზი, რესტორნები, ლაუნჯი და მაღალი კლასის აპარტამენტები.

    RED-CO აღნიშნული პროექტის დასრულებას გეგმავს 2017 წელს.

    სამშენებლო კომპანია Red-Co


პარტნიორები