სიახლეები
-
04 დეკემბერი 2017თქვენი რეკლამა
BGEO ქარის ელექტროსადგურების აშენებაში 300 მილიონს ჩადებს
BGEO- ს შვილობილი "ჯორჯიან გლობალ უთილითიზის" (GGU) დირექტორი GBC- ს ქარის ენერგიის მისაღებად ჩატარებული კვლევის შედეგებს აცნობს.
არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ქარის 100 მეტრიანმა ანძებმა, რითაც ქარის სიჩქარეს და სიმძლავრეს ზომავენ, 6 თვიანი წინასწარი შედეგები აჩვენა, რაც ქარის ენერგიის დიდ პოტენციალზე მიუთითებს, განსაკუთრებით თბილისის, მარტყოფის, ტყიბულის ტერიტორიებზე.
თუმცა, გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ პროექტის დასაწყებად 1 წლიანი დაკვირვებებია საჭირო და გაზაფხულზე ექნებათ კონკრეტული შედეგები.
მისივე თქმით, მათთან ერთად პროექტის განსახორციელებლად მთავრობაზეც ბევრია დამოკიდებული, განსაკუთრებით ტექნიკური თვალსაზრისით, რაც მაღალი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს.
სწორედ ამიტომ შეირჩა 7 ობიექტი, რომ მოხდეს იმ მოცულობის ენერგიის მიწოდება კონკრეტულ ლოკაციებზე, რამდენიც სისტემას სჭირდებამისივე თქმით, კვლევების საფუძველზე პირველ ეტაპზე, სამი წლის განმავლობაში 200 მგვტ-ის განვითარება მოხდება, რაშიც 250-300 მილიონის ინვესტირება მოხდება.




