სიახლეები
-
04 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
სასტუმრო Hyat-ის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა
რუსთაველი ფროფერთის დირექტორის მინდია გადაევის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს შენობის ადგილზე Hyat-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა.
მისი თქმით, პირველი ფაზა გარე ფასადის გამაგრებას და შიდა რეკონსტრუქციას მოიცავდა. შემდგომი ფაზის დაწყებამდე კი, ახლახანს დაიწყო დამატებითი 3 თვიანი გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შემდეგ დაზუსტდება როდის განახლდება მშენებლობა.
სასტუმროს პროექტის დაფინანსებისთვის მობილიზებულია კომპანიის კაპიტალი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან კრედიტი, 39 მილიონის ოდენობით. საპარტნიორო ფონდთან კი უახლოეს მომავალში გაფორმდება დაფინანსებაზე ხელშეკრულება.