მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  დეკემბერი  2017

    ელიტ ელექტრონიქსის მფლობელი საქართველოში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს

    ელიტ ელექტრონიქსის მფლობელი საქართველოში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

    ამ და სხვა საკითხებზე თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე ლისტირებული კომპანიის „ბრიმაგ ჯგუფის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ წლიურ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოში შედგა.

    შეხვედრაზე შეჯამდა „ბრიმაგ“ ჯგუფის მიმდინარე წლის მიღწევები ბიზნეს განვითარების კუთხით და ახალი პროექტები.

    წლიურ ანგარიშგებაზე განხილულ იქნა მიმდინარე წელი „ბრიმაგ“ ჯგუფისთვის, “ელიტ ელექტრონიქსმა” წლიურ ანგარიში და ასევე მოსალოდნელი დამატებითი ინვესტიციები საქართველოში. ჯგუფი განიხილავს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის თაობაზე.

    აღსანიშნავია, რომ „ბრიმაგ“ ჯგუფი „ელიტ ელექტრონიქსთან“ ერთად ინვესტიციებს ახორციელებს რამოდენიმე მიმართულებით. წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 ბრენდთან, გერმანულ კომპანია „nobilia“-სთან, რომელიც საქართველოში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

    შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა „ბრიმაგ ჯგუფი“, რომელმაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში.

    „ბრიმაგ ჯგუფი“ ევროპის და ისრაელის ბაზარზე ელექტრო ტექნიკის წარმოების და გაყიდვების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს ფლობს. „ბრიმაგ ჯგუფის“ აქციები თელ-ავივის საფონდო ბირჟის ლისტინგშია რეგისტრირებული.

     

     

     

     


პარტნიორები