სიახლეები
-
სამშენებლო წესების დარღვევას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება
თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ, სამშენებლო წესების დარღვევას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების მიღება და უნებართვო მშენებლობების დროული დემონტაჟი დაავალა.




