სიახლეები
-
01 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
რესტორნებისა და სასტუმროების უსაფრთხოების სისტემა თვეში ერთხელ უნდა მოწმდებოდეს
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ სასტუმროებისა და რესტორნების შენობების უსაფრთხოების სისტემა ტესტირებას, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს. გარდა ამისა, ობიექტის თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს ინფორმირებული, როგორ მოიქცეს განგაშის დროს, შენობის რა ნაწილში მოიყარონ თავი და სხვა.
როგორც შალვა ალავერდაშვილმა დღეს, “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, პრობლემა მოსაგვარებელია საკანონდებლო დონეზე, რადგან ქვეყანაში შენდება სასტუმროები, მაგრამ უსაფრთხოების სისტემას ყურადღებას დიდად არავინ აქცევს.
„ევაკუაციის გეგმა ოთახის კარზე, გასასვლელის მანიშნებელი ისრები და საევაკუაციო გასასვლელები განლაგება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დონის სასტუმროს ვაშენებთ და რას ვაკეთებთ. თვეში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს სისტემის უსაფრთხოების ტესტირება, ეს ფინანსებზეა დამოკიდებული”, – აცხადებს ალავერდაშვილი.
მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა შემუშავდეს უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტი და სასტუმროს სტუმარი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ საგანგაშო შეტყობინების იაფფასიან სისტემაზე.
“სტუმარი, რომელიც ქვეყანაში ჩამოდის სასტუმროს აფარებს თავს, რადგან ის იქ თავს დაცულად გრძნობს და იცის, რომ სასტუმროში ყველა უსაფრთხოების ნორმაა დაცული”, – განაცხადა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.