მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  ნოემბერი  2017

    თბილისში უნებართვო და უსახური ნაგებობების დემონტაჟი დაიწყება

    თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა.


    ​როგორც გიორგი ბაგრატიონმა ტელეკომპანია TV Pirveli-ის ეთერში განაცხადა, რამდენიმე მისამართზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული სახლების ე.წ პატარა შენობები, რომელთა დემონტაჟიც მომავალი კვირიდან დაიწყება.


    ” ყველა მიმდინარე მშენებლობას შევისწავლით. რომელს აქვს ნებართვა და რომელი ხორციელდება ნებართვის დარღვევით. ასევე, იცავენ თუ არა უსაფრთხოების ზომებს. აქედან გამომდინარე ყველა მისამართზე, ყველა მშენებლობაზე მივალთ“, – განაცხადა ბაგრატიონმა.


    უკანონო მიშენება-დაშენებებს რაც შეეხება, გიორგი ბაგრატიონის თქმით, ყველა ობიექტს, რომელიც მოხვდება მათ სიაში ინდივიდუალურად შეისწავლიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.


    ​მისივე განმარტებით, ზედამხედველობის სამსახური ნაგებობებს შეისწავლის, როგორც მისი მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში.
    „ჩვენ ვსწავლობთ გაცემული ნებართვების შესაბამისად მიმდინარე მშენებლობებს. არის თუ არა დარღვევა კონკრეტულ მისამართზე და კონკრეტულ მშენებლობაზე“, – ამბობს ბაგრატიონი.


    ​თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მომრავლდა ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელიც მის იერსახეს ამახინჯებს. უნებართვო და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების გატარება მოსთხოვა.


    „ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს დავავალო მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა, მკაცრი ზომების მიღება და დროული დემონტაჟის სამუშაოების დაწყება, რადგან ქალაქში ძალიან მომრავლდა ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელიც დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

     

     

     


პარტნიორები