მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  დეკემბერი  2009

    ​სწრაფი შენების უკუშედეგი – ჩინეთში 13 სართულიანი ახალაშენებული სახლი წაიქცა

    ჩინეთში, შანხაის აღმოსავლეთით, ახალი აშენებული, 13 სართულიანი საცხოვრებელი სახლი მანამდე დაინგრა, სანამ იქ მობინადრეები შესახლდებოდნენ. დაახლოებით 3 000 ტონის სიმძიმის შენობა მთლიანად უკან, ანუ სამხრეთის მიმართულებით წაიქცა.


    ​როგორც ჩინური პრესა იტყობინება, შენობის საძირკველს წარმოადგენდა მიწაში ღრმად ჩაყრილი მილები. შენობის სამხრეთით მიმდინარეობდა მიწისქვეშა, ორსართულიანი ავტოფარეხის მშენებლობა. თხრილში წვიმების შედეგად ჩავიდა წყალი, წარმოქმნილმა ტალახმა მილებში შეაღწია, რომლებიც შენობის საძირკველის ფუნქციას ასრულებდნენ და გამოიწვია შენობის რყევა.


    “ამ ნაგებობასთან სხვა შენობები, კიდევ უფრო ახლოს რომ მდგარიყვნენ, ნგრევას დომინოს ეფექტი ექნებოდა”, – იტყობინება China daily news -ი.
    მათივე ინფორმაციით, შენობის ჩამოშლა უხარისხო და არასწორმა მშენებლობამ გამოიწვია. ადგილობვირი პრესა, მრავალსართულიანი სახლის ნგრევას ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებასაც უკავშირებს, რაც სწრაფი შენებისა და მოდერნიზების სასარგებლოდ, მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტებში ცვლილებას გულისხმობს.


    აღნიშნული შენობა თითქმის დასრულებული იყო. კერამიკული მასალით მოპირკეთებული ფასადითა და ჩასმული ფანჯრებით, ისევე, როგორც მასთან ახლოს მდგომი, მსგავსი შენობები.


    ​შემთხვევა 2009 წლის 27 ივნისს მოხდა, რასაც ერთ-ერთი ადგილობრივი მუშის სიცოცხლე შეეწირა.

     

     

     

     

     


     


პარტნიორები