მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  ნოემბერი  2017

    უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დინამიკა საქართველოში

    სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. ამას Colliers International Georgia-ს კვლევაც ადასტურებს. როგორც კომპანიის კვლევის ანალიტიკოსი ,,საქმის კურსთან’’ განმარტავს, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით 149 პროექტი დასრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეწდარებით, 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად გაცილებით აქტიურია წლის მეორე ნახევარი, Colliers International Georgia ვარაუდობს, რომ სამშენებლო სექტორის ზრდა პირველი ნახევრის მონაცემებს ბევრად გადააჭარბებს.

    "ყველაზე აქტიური არის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი როგორც გასულ წელს ასევე წელს. 75% დაახლოებით ტრანზაქციების უძრავი ქონების ბაზარზე ხდება საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით. გაზრდილი არის მიწოდება 2017 წლის პირველ ნახევარში 149 მიმდინარე პროექტი დასრულდა, რაც არის 33%-იანი ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. დაახლოებით 6300 ახალაშენებული ბინა შეუერთდა მიწოდებას ბაზარზე. ახალაშენებულ ბიზნებზე მოთხოვნა გაცილებით დიდია ვიდრე ძველ ბინებზე", -აცხადებს "საქმის კურსთან’’ ნინო მაკასარაშვილი.
    ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

     

     

     


პარტნიორები