მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ნოემბერი  2017

    სოფელ ყვიბისის 2 უბანში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

    სოფელ ყვიბისის 2 უბანში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

    რკინა-ბეტონის საფარი ჯამში 1 250მ სიგრძის მონაკვეთზე დაიგო. გზა მოეწყო ციცქიშვილებისა და ხაჩიძეების უბანში, ასევე გვარამაძეების ჩიხში.

    პროექტის მიხედვით, ციცქიშვილების უბანში ბეტონის ღარები და ლითონის ცხაურებიც გაკეთდა. წყლის ასაცილებლად მოეწყო ასევე ლითონის მილები.

    უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. მოსახლეობას კი წლების განმავლობაში გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა.

    აღსანიშნავია, რომ სამუშაოების ფარგლებში გზა დაიგო ასევე სოფლებში მზეთამზეში და ქვაბისხევში.

    პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობდა.
     
     
     


პარტნიორები