მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ნოემბერი  2017

    ტეხურის ჰესების კასკადის აშენებაში 170 მილიონის ჩადება იგეგმება

    ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდ. ტეხურზე ასაშენებელი „ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია სს „ტეხური ენერჯი”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

    „ტეხურის კასკადის“ დადგმული სიმძლავრე 112.39 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 653.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 170,050,000 აშშ დოლარი.

    დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 22 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

     

     

     


პარტნიორები