სიახლეები
-
27 ნოემბერი 2017
თქვენი რეკლამა
ორთაჭალაში მოსახლეობა 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩის მცხოვრებლები 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ინვესტორი შენობას მცხოვრებლების ნებართვის გარეშე აშენებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ მშენებლობის გამო მათი სახლები დაზიანდა. ისინი დასძენენ, რომ მშენებლობაზე ნებართვა ყოფილი მერის დავით ნარმანიას დროს გაიცა, ახლანდელ მერს კახა კალაძეს კი დახმარებას სთხოვენ.
"აქ ცხოვრობს თითქმის 1000-მდე ოჯახი და მხოლოდ ერთი შემოსასვლელი გზა გვაქვს. გაურკვეველი პროექტი გასცეს. სავარაუდოდ 7-სართულიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. დიდი სატვირთო მანქანები დადიან დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე. ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ. სასწრაფო დამჭირდა და სახლამდე ვერ მოვიდა. მშენებლობის შედეგად, მოსახლეობას გვიზიანდება სახლები, მშენებლობის პროცესში ნელ-ნელა იბზარება. ასევე, აქ მშენებლობა სახიფათოა, ვინაიდან დიდი ხეივნის ქუჩის ნიადაგს ქვიშანარევი მიწა აქვს, მტკვრის სანაპიროდან 30 მეტრის დაშორებით ვართ", – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, გოჩა ვარდოსანიძე.