სიახლეები
-
27 ნოემბერი 2017თქვენი რეკლამა
ლილოში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
ლილოში შესაძლოა ქარის ელექტროსადგური აშენდეს.
BGEO ჯგუფის შვილობილმა „კავკასიის ქარის კომპანიამ” სახელმწიფოსგან დიდ ლილოში მდებარე 31 395 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა. ქონებაში კომპანიამ 76 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
„კავკასიის ქარის კომპანია” საქართველოში ქარის სადგურის აშენებას 7 ლოკაციაზე. ამ მიზნით, კომპანიამ მცხეთასა და თერჯოლაში მიწის ნაკვეთები უკვე შეიძინა.
განახლებადი ენერგიის სადგურებში 1 გვტ-ზე საშუალო ინვესტიცია 1-1.5 მლნ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ BGEO ჯგუფი მზის ელექტროსადგურების აშენებასაც გეგმავს. სულ 10 ლოკაციაზე: ქსანში, მარნეულში, კასპში, ახალციხეში, გლდანსა და გარდაბანში.




