სიახლეები
-
27 ნოემბერი 2017
თქვენი რეკლამა
„საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც „კომერსანტს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები;
ნაგებობის მდგრადობის შესანარჩუნებლად ეწყობა ხიმინჯები, რომლის გარშემო კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის სარტყელი;
მთლიანად იცვლება და მონტაჟდება ახალი ელექტროსისტემა, ელექტროგადამცემი ხაზი, კაშხლის ფარები, ელექტროძრავები, მართვის კარადები, ტრანსფორმატორი და სხვა ძველი მოწყობილობები იცვლება ახლით;
ასევე, სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის გენერატორი; წყლის კალაპოტის ფორმირებისთვის ობიექტზე მიმდინარეობს წყალარინების სამუშაოები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის გამართვით, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ხონის 8000, სამტრედიის 6000 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარზე, რაც საერთო ჯამში 14 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესება 21 სოფელს მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულება.