სიახლეები
-
27 ნოემბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, თოიძის სამხატვრო სასწავლებელში სასტუმროს აშენება იგეგმება
თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროს" ფარგლებში იყიდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი 22 ნოემბერს დაიწყო და 21 დეკემბერს დაასრულებს. ობიექტის საწყისი ღირებულება 8 მილიონ 200 ათასი ლარია.
მყიდველი ვალდებულია ადგილზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს.
პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროს" ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.