მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ნოემბერი  2017

    ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

    სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”.

    სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.



    ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რიცხვი იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება”, — განაცხადა გახსნის ცერემონიაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.

     

     

     

     

     


პარტნიორები