მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ნოემბერი  2017

    როგორი იქნება განახლებული CITY MALL საბურთალოზე

    თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრი City Mall ფართოვდება. ადგილზე ერთი მოცულობის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის განთავსდება, რომლის ერთი ნაწილი 4-სართულიანი იქნება, მეორე კი 19-სართულიანი.


    4-სართულიან შენობაში 3 სართული კომერციულ ობიექტებს დაეთმობა, მეოთხე სართული კი ძირითადად გართობისა და დასვენებისთვის იქნება გამოყოფილი.

    მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ექნება ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც 1000 მანქანაზე იქნება გათვლილი. დახურულ ავტოსადგომებში შესვლა მოხდება პანდუსების საშუალებით ვაჟა-ფშაველას გამზირისა და დამაკავშირებელ ქუჩის მხრიდან.

    პროექტს კომპანია "აიჯი დეველოპმენტ ჯორჯია" განახორციელებს.

     

     

     


პარტნიორები