მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ნოემბერი  2017

    ლარის გაუფასურების გავლენა სამშენებლო სექტორზე

    მიუხედავად ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებისა, ამ ეტაპზე აღნიშნული მოვლენის მკვეთრი გავლენა სამშენებლო სექტორზე არ ფიქსირდება. "საქმის კურსთან" კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულზე რეალიზებული ფართების რაოდენობა მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალების შესყიდვა ძირითადად დოლარში ხდება, სამშენებლო კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბიზნესს მცირედი ხარჯი აქვს, თუმცა ცდილობენ, რომ ეს ფართების ღირებულებაზე არ აისახოს.

    "მიუხედავად იმისა, რომ კურსთაშორის სხვაობა საკმაოდ დიდია, არანაირი გავლენა არ იქონია ჩვენს გაყიდვებზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 4 თვის პერიოდში 109 გაყიდული ბინა გვაქვს. გაძვირებები არსებობს ბაზარზე, მაგრამ ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ეს მომხმარებელს არ შეეხოს და სრულად იღებს დეველოპერი აღნიშნულ სხვაობას" - აცხადებს "სეუ დეველოპმენტის’’ თანადამფუძნებელი, ზურაბ მექვაბიშვილი.

    სამშენებლო კომპანიების მეორე ნაწილი ამბობს, რომ დოლართან მიმართებაში ლარის პოზიციონირება უმეტესწილად გავლენას ახდენს მომხმარებელზე გადაწვეტილების მიღების პროცესში, თუმცა ეს კავშირში არ არის გაყიდვების მაჩვენებელთან.

    "ლარის კურსის ცვლილება ახალი არ არის. ეს ხშირად ხდება და დამახასიათებელია ჩვენი ბაზრისთვის ლარის კურსის რყევები, თუმცა რაღაც კრიზისულ მომენტებში ხდება ოდნავ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება, თუმცა ბინის ყიდვაზე ადამიანი უარს ვერ იტყვის ამის გამო. ის გადახედავს თავის ფინანსურ შესაძლებლობებს და ამის მიხედვით მოახდენს უკვე შესაბამისი პროდუქტის არჩევას", - აცხადებს "საქმის კურსთან" "ემ კვადრატი უძრავი ქონების" ხელმძღვანელის მოადგილე, შორენა დაჩიაშვილი.

     

     

     

     


პარტნიორები