სიახლეები
-
06 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.
მათი განცხადებით, სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. მათივე ინფორმაციით,
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთზე მოძრაობა ზაფხულში გაიხსნება და შესაძლებელი გახდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის დასრულებულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა.პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია Road Building ALTCOM” ახორციელებს.