მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ნოემბერი  2017

    ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებს ლონდონში განიხილავენ

    ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებს ლონდონში, EBRD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „Outlook on Georgia 2017“ განიხილავენ. ანაკლიის კონსორციუმის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და „Emerging Europe” ერთობლივად მასპინძლობენ, მთლიანად საქართველოს ეკონომიკურ გარემოს განხილვას ეძღვნება.

    კონფერენციის მიზანია, საქართველოში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მიმოხილვა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ EBRD-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი პარტნიორია. 

    ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზა 2021 წელს ამოქმედდება, როდესაც პორტი პირველ გემებს მიიღებს. პროექტის განხორციელება სულ 9 ფაზად იგეგმება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

     

     

     


პარტნიორები