სიახლეები
-
თბილისში სამშენებლო ფორუმი ჩატარდა
როგორი იქნება თბილისის მომავალი განაშენიანება 2020 წლისთვის- ამ თემაზე სამშენებლო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სამშენებლო კომპანიებმა ისაუბრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ დედაქალაქი თავიანთ უახლოეს პროექტებში.
ფორუმზე ასევე მშენებლობასთან, დაგეგმარებასთან, ეკოლოგიასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დისკუსიაც გაიმართა. ღონისძიებას 86 კომპანიის 200 წარმომადგენელი ესწრებოდა.






