მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ნოემბერი  2017

    თბილისში წიგნის მუზეუმი გაიხსნა

    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარულ პირველ კორპუსში, კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი დღეს გაიხსნა. წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:
    1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.;
    2) „ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე;
    3) ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;
    4) ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ-კონტროლისაპარატურით.
    მუზეუმის გახსნის დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკას “დილის გაზეთის” მთავარმა რედაქტორმა მანანა კარტოზიამ, დაპირებისამებრ, “დილის გაზეთის” სრული კომპლექტი აჩუქა. 23674703_10203750525880468_4004794678733262350_o
    “ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა წიგნის მუზეუმი, რამაც ძალიან გამახარა და გადავწყვიტე, შემესრულებინა დიდი ხნის დანაპირები, ეროვნულ ბიბლიოთეკას “დილის გაზეთის” კომპლექტები გადავეცი. ცხოვრება ეტყობა თვითონვე ალაგებს პრიორიტეტებს, შენ უბრალოდ, ყური უნდა მიუგდო”, – ამბობს მანანა კარტოზია.​
    ​როგორც “სითი კვირას” ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის – ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი”. ამ ფონდის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა იდეის განხორციელება, რომელიც წლების წინ გალაკტიონმა გამოთქვა, საქართველოში წიგნის მუზეუმის მოწყობა სწორედ მისი ჩანაფიქრი იყო.
    “საქართველოში პირველი და რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომლის ფონდიც 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია”,- განაცხადეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

     

     

     


პარტნიორები