სიახლეები
-
გლდანის რაიონში ფიტნეს და სპორტული მოედნები 35 მისამართზე მოეწყობა
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ფარგლებში, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, ავჭალაში, სპორტული ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები ხუთ მისამართზე, – აფხაიძის ქუჩის №9, ბიჭვინთის ქუჩის №1-3, გლდანის ხევი №3-3-ა, გლდანის ხევი №4 კორპუსებისა და თავისუფლების ქუჩაზე, მუსიკალური სკოლის მიმდებარედ მიმდინარეობს.
სპორტული ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობას ამ ეტაპზე 21 მისამართზე მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გლდანის რაიონში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 14 მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გლდანის VI მკ/რ-ნის N6-8 კორპუსებთან მდებარე სპორტულ მოედანს. მოეწყობა ბეტონის საფარი, მოედანი მავთულ-ბადით შეიღობა, განახლდა ფეხბურთის კარის ბადეები, დაიდგა კალათბურთის თანამედროვე სტანდარტის ფარები. დაიგება ხელოვნური საფარი.





