სიახლეები
-
06 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
საქართველოში უძრავი ქონების საჯარო ბაზა შეიქმნება
რეალტორთა ასოციაციას მიერ შექმნილი " „უძრავი ქონების ერთიანი საინფორმაციო ბაზა" საჯარო გახდება. მიმდინარე წლის აპრილში ასოციაციამ MLS-ის სისტემის შიდა მოხმარების საინფორმაციო ბაზა შექმნა. დღეს კი ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ნინო გედევანიშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ბაზის შექმნამ დიდი დაინტერესება გამოიწვია საბროკერო კომპანიების მხრიდან და ასოციაციის წევრებს ახალი კომპანიები შეურთდნენ. გედევანიშვილი ამბობს, რომ საერთო ბაზის შექმნის მიზანი იყო, კომპანიებს და ბროკერებს ურთიერთობა გამარტივებოდათ და ტრანზაქციები გააქტიურებულიყო. ბაზის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე კი რამდენიმე წარმატებული გარიგება შედგა და უახლოეს მომავალში ამის შესახებ ღიად გაცხადდება. გედევანიშვილი ამბობს, რომ გარე პორტალზე მუშაობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, უკვე დაწყებულია. დიზაინი შეთანხმებულია და ახალ ფუნქციონალური ნაწილის დამუშავება ხდება. დაახლოებით ერთ თვეში ვებ პორტალის გაეშვება იგეგმება, სადაც დახურულ ბაზაში არსებული ინფორმაცია აიტვირთება.
რეალტორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს კიდევ ერთი წევრი ანა ჯალაღონიაც უძრავი ქონების ერთიანი ბაზის შექმნას პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებს. ჯალაღონია ამბობს, რომ უკვე შეიქმნა პრეცედენტი ერთიანი მუშაობის და რამდენიმე გარიგება შედგა. მისივე თქმით, ასეთი პრინციპით მუშაობა ჯანსაღ კონკურენციას გამოიწვევს და ბაზარს წაადგება.
უძრავი ქონების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ინფორმაციის განთავსება მხოლოდ ასოციაციის წევრ კომპანიებს და ბროკერებს შეუძლიათ. უძრავი ქონების რეალიზაციაზე კი ყველა ბროკერი მუშაობს.