სიახლეები
-
17 ნოემბერი 2017
თქვენი რეკლამა
კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების საპარკინგედ ე.წ. ჯიბე კეთდება
თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსისა და სწრაფი კვების ობიექტ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, ქვეითებისთვის განკუთვნილ ფართე ტროტუარის ხარჯზე, ავტომობილების პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც 45-გრადუსიანი კუთხით განთავსებულ მინიმუმ 43 ავტომობილს დაიტევს.
როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ ლოკაციაზე მანამდე ავტომობილები ტროტუარზე ჩერდებოდნენ, რითაც ქვეითების გადაადგილება მოუხერხებელი და საფრთხის შემცველი იყო. ამჯერად, საპარკინგე ადგილი გზის დონეზე კეთდება და მას ტროტუარისგან ბორდიური გამიჯნავს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.