მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ნოემბერი  2017

    Gino Holding-ის ხელმძღვანელმა, კონფერენციის მონაწილეებს Gino Green City-ის პროექტი წარუდგინა

    ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები დღეს ქორთიად მარიოტში, „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე განიხილეს.

    Gino Holding-ის ხელმძღვანელმა, ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ კონფერენციის სტუმრებს Gino Green City-ის პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისის ზღვაზე, სმარტის ტიპის მწვანე ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.

    „ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელიც უახლოეს წლებში შესაძალოა განხორციელდეს და არამარტო თბილისის, არამედ რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდეს“, - აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ. მისივე განცხადებით, ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტში ჩაიდება, 8-10 წელიწადზეა გათვლილი და უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

    „GINO Holding“-ს, რომელიც მოიცავს ძირითადად სლოვაკეთს და ნაწილობრივ ჩეხეთს, დღემდე განხორციელებული აქვს 40 მილიონი ევროს ინვესტიცია: „GINO Paradise tbilisi” თბილისის ზღვაზე, GINO Wellness მცხეთაში და GINO Wellness Rabath - ახალციხეში. გარდა ამისა, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, საპარტნიორო ფონდთან ერთად, თბილისის ზღვაზე იგეგმება ძალიან საინტერესო, სმარტის ტიპის მწვანე ქალაქის მშენებლობა. ეს ინვესტიცია საკმაოდ დიდია, გათვლილია, დაახლოებით 8-10 წელიწადზე და თავისი ტყე-პარკებით 400 ჰა-მდე მიწას მოიცავს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.

    Gino Holding-ის ინფორმაციით, კონფერენციას, რომლის მიზანიც საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი, 100-მეტი კომპანიის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

     

     

     


პარტნიორები