სიახლეები
-
15 ნოემბერი 2017
თქვენი რეკლამა
2018 წლიდან სიმაღლეზე მომუშავე ადამიანები გადამზადდებიან
2018 წლის პირველი მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებზე დაფუძნებული შესაბამისი სწავლება უნდა ჰქონდეს გავლილი. ამის შესახებ "სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" წერია.
რეგლამენტის მიხედვით, სიმაღლეზე მომუშავეებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებების შესაბამის გამოყენებაზე. პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული დასაქმებულისათვის ვარდნის საფრთხის გამოცნობის შესაძლებლობას და უნდა მოიცავდეს ამ საფრთხის მინიმუმამდე შემცირების მიზნით აუცილებელ პროცედურებს. ამასთან, დასაქმებულებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ; უბედური შემთხვევისას პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებაც უნდა ჰქონდეთ სწავლება გავლილი.
რამდენიმე დღეა ქვეყანაში სამშენებლო უსაფრთხოების ახალი ნორმები მოქმედებს. ტექნიკური რეგლამენტი მთვარობამ უკვე დაამტკიცა და ის პირველ რიგში სიმაღლეზე მუშაობის ახალ პრინციპებს ეხება. შრომის უსაფრთხოების ახალი ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობაზე უსაფრთხოების მიმართულებით გარკვეულ ნორმებს აწესებს.