სიახლეები
-
04 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
თურქეთის პრემიერი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება
თურქეთუს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ბინალი ილდიმირის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის და ის "ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს“.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს.
ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ.
აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე რკინიგზა წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას შეძლებს, ხოლო სამომავლოდ მისი გაზრდა 17 მილიონამდე იქნება შესაძლებელი.