მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ნოემბერი  2017

    კომპანია Group Anaklia ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

    კომპანია Group Anaklia ახალი პროდუქტების წარმოებისთვის დამატებით ახალი ქარხნის აშენებას აპირებს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის რეგიონული მენეჯერი ირაკლი წიფურია აცხადებს.

    „ყველა პროდუქტს სხვადასხვა დანადგარი სჭირდება. თითოეულისთვის განსაკუთრებული ადგილი და პერსონალია საჭირო. ამას ერთი ქარხანა არ ეყოფა“-აცხადებს წიფურია,.მისი განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ქარხნისთვის საჭირო ადგილის შერჩევა.

    განიხილება, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რაიონები. მისი თქმით, არ არის გამორიცხული წარმოების ნაწილის გადატანა თბილისშიც მოხდეს. „დედაქალაქშიც დამატებითი სამუშო ადგილები შეიქმნება“-აცხადებს წიფურია.

    მისი განცხადებით, ადგილის შერჩევა მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ქარხნის მშენებლობას კი კომპანია 21018 წლიდან დაიწყებს.

    ამ დროისთვის კომპანიის წარმოება სამეგრელოში, კერძოდ კი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე ქარხანაში ხდება. კომპანია Group Anaklia ამ დროისთვის აწარმოებს მინერალურ წყალს,სამომავლოდ კი კოსმეტიკური საშუალებების და მედიკამენტების წარმოებას გეგმავს.

     

     

     

     


პარტნიორები