მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ივნისი  2016

    ხორგას ქვესადგურის მშენებლობა დასრულდა

    პროექტის ღირებულება, რომელიც „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, თითქმის 12 მილიონი ევრო იყო. სამშენებლო სამუშაოები ავსტრიულმა კომპანია Siemens-მა შეასრულა

    „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემამ“ (GSE) ხობის რაიონში 220/110 კვ-იანი ქვესადგურ ხორგას მშენებლობა დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
    პროექტის ღირებულება, რომელიც „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, თითქმის 12 მილიონი ევრო იყო. სამშენებლო სამუშაოები ავსტრიულმა კომპანია Siemens-მა შეასრულა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

    ქვესადგურის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრო.

    „მსგავსი პროექტების განხორციელებით საქართველო თავის რეგიონულ თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას და დანიშნულებას უბრუნდება, ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვხდებით სატრანზიტო ხიდი,“ — განაცხადა კახა კალაძემ.

    ქვესადგური ”ხორგას” მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას; ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. ქვესადგურის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო.
     


პარტნიორები