მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  ნოემბერი  2017

    „ე.წ. უკანონო მიშენებები ადამიანებს უკვე დაკანონებული აქვთ და მერია ამას ვერ შეეხება“

    დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. უკანანო მიშენებები ადამიანებს უკვე დაკანონებული აქვთ და მერია ამას ვერ შეეხება.

    ამის შესახებ კალაძემ ეკონომიკის მინისტრთან გიორგი გახარიასთან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

    „იცით, რომ ასეთი მიშენებების ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია. შესაბამისად, ჩვენ საკუთრებას ვერ შევეხებით, ამას ნამდვილად ვერ ვიკადრებთ. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო იმ ახალ მშენებლობებზე, რომელიც უნდა დაიწყოს და ეს რეგულაციები განხორციელდება იმ კომპანიებზეც, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა ჯერ არ აქვთ აღებული, თუმცა განაშენიანებისრეგულირების გეგმა აქვთ მომზადებული. დაახლოებით საუბარია ექვს მილიონ კვადრატულ მეტრზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

    შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ინფორმირება მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უსაფრთხოების წესები“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

     

     


პარტნიორები