სიახლეები
-
10 ნოემბერი 2017თქვენი რეკლამა
შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში გარკვეული ცვლილებები შევა
თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქისთვის სერიოზული პრობლემას წარმოადგენს დაუსრულებელი მშენებლობები და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა შემუშავდეს გარკვეული ხედვა.
კალაძის თქმით, რამდენიმე კომპანია არსებობს, რომლებმაც წლების წინათ დაიწყეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ დაასრულეს, შედეგად კი დაზარალდნენ მოქალაქეები, რომლებმაც წინასწარ ავანსი გადაიხადეს.
„რამდენიმე კომპანია არსებობს, რომლებიც ფლობენ მსგავს შენობა-დაგებობებს. მათ შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ავანსი ჰქონდათ გადახდილი, სერიოზული ზიანი მიადგათ. მუშაობა ამ საკითხზეც დაიწყება და შემუშავდება ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა დედაქალაქის ახალარჩეულმა მერმა.
თბილისის ახლად არჩეული მერმა მერმა საკუთარი მოსაზრება უკანონო მიშენებებთან დაკავშირებითაც გამოთქვა და განაცხადა, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია, მერია კი კერძო საკუთრებას არ შეეხება.
კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზე და ამ სფეროში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
კალაძის განმარტებით, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში გარკვეული ცვლილებები შევა.



