სიახლეები
-
ფოთში სპორტდარბაზი და საცურაო აუზი აშენდება
ფოთში სპორტდარბაზი და საცურაო აუზი აშენდება. სახელმწიფო შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული.
შესყიდვის საწყისი ფასი 8,5 მილიონი ლარია.
"საქართველომ მიიღო დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. ფოთში სპორტდარბაზის და საცურაო აუზის დიზაინი და მშენებლობა",- აცხადებენ უწყებაში.
ტენდერში დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების მიღება 26 ნოემბერს იწყება და 30 ნოემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია პროექტის რამდენიმე ვარიანტი, რომლიდანაც საბოლოოდ ერთ-ერთი აირჩევა.








