მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ნოემბერი  2017

    250 მილიონიანი ცათამბრჯენი ბათუმში ,,SILK TOWER" - მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება

    სილქ თაუერი–ასე ერქმევა ცათამბჯენს ბათუმში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი Silk Road Grup-თან ერთად ააშენებს. ეს ის ობიექტია, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო. მშენებლობისთვის 250 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის თქმით, პროექტს ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რის შემდეგაც მისი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.



    47-სართულიან შენობაში ლუქს კლასის საცხოვრებლები, მაღალი დონის სასტუმრო, კაზინო, გასართობი ცენტრი და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან მართავს. მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.
     

     

     

     


პარტნიორები