მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ივნისი  2016

    არქიტექტურის სამსახური: რუსთაველის 12-ში სასტუმროს მშენებლობაზე სამშენებლო ნებართვა გაცემული არაა

    რუსთაველის 12 ნომერში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე თბილისის მერიას სამშენებლო ნებართვა ჯერ-ჯერობით არ გაუცია. როგორც უწყების არქიტექტურის სამსახურში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, პროექტი მერიასთან შეთანხმებული არაა.

    "არქიტექტურის სამსახურში აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობის მესაკუთრის მიერ შემოტანილი იყო რამდენიმე პროექტი. ვინაიდან საკითხი შეეხებოდა ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვან ადგილს არქიტექტურის სამსახურის მხრიდან შეთავაზებული იყო წინადადება, რომ საუკეთესო პროექტის გამოსავლენად მოწყობილიყო კონკურსი.

    კონკურსის ჩატარების სპეციფიკა უზრუნველყოფდა პროექტის შერჩევის პროცესში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობას და თბილისელებისთვის მისაღები პროექტის გამოვლენას“, - განმარტავენ არქიტექტურის სამსახურში.


პარტნიორები