სიახლეები
-
ბათუმი – ზღვისპირა ქალაქი საქართველოში, აჭარის ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან ( Thouse.Ge )
ბათუმი– ზღვისპირა ქალაქი საქართველოში, აჭარის ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა დაახლოებით 250 ათასი.
ბათუმი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო კომუნიკაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი.
მუზეუმები, ბათუმის აკვარიუმი და დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი, თანამედროვე ატრაქციონები, ცირკი და “ბათუმის რივიერა”, კაზინოები– საუკეთესო დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე.
ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდანაც. საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რეგინიოს ყველა ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გააჩნია, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო უსაფრთხოების კრიტერიუმებით შედის ევროპის საპატიო სამეულში.ქვეყანაში გატარდა წარმატებული რეფორმები: ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, განათლების,პოლიციის, სახელმწიფო მართვის სტურქტურებში. რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუროკრატიისა და მექრთამეობის დონე, რაც არაერთხელ იქნა დადებითად შეფასებული სხვა და სხვა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედროვე სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა, უკვე მოქმედებს შერატონის, რედისონის, ჰილტონის, კემპინსკის და სხვა ცნობილი ბრენდების სასტუმროები. განხორციელდა ყველასათვის საყვარელი დელფინარიუმის რეკონსტრუქცია. ასევე მოხდა ბათუმის ბულვარის დაგრძელება და ამდენად ისე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება.
დაგეგმილია უამრავი გრანდიოზული პროექტი, ხორციელდება პოსტ საბჭოთა სივრცისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს ქალაქის წყლის მომარაგების სისტემის (მილგაყვანილობის, წყალსაცავების, ასევე კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების) სრულად განახლება-შეცვლას, გაზგაყვანილობის სისტემის, ელექტრო-კაბელების, მ.შ. გარე განათების, კავშირგაბმულობის, რის შედეგადაც ყველა კომუნიკაცია განთავსებული იქნა მიწის ქვეშ. პარალელურად ხდება ქუჩებისა და ტროტუარების მოპირკეთება. ამდენად ბათუმი პორტის გარდა უკვე სხვა მნიშვნელობასაც იძენს, ის გახდა სახე საქართველოს წარმატებისა.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი მიმზიდველია არამარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის არამედ უცხოელთათვისაც, როგორც ამ ქალაქში ცხოვრების ასევე საიმედო და სარფიანი კაპიტალდაბანდების მხრივ.
ტეგები