მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ნოემბერი  2017

    მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება

    ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" მწვანე კონცხთან დამაკავშირებელ საბაგიროს ააშენებს.

    ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს, რომელიც საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს.

    ფონდის ცნობით, კომპლექსი მოიცავს ყველა იმ ატრიბუტს რაც ახასიათებს უმაღლესი დონის საერთაშორისო სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს.

    "25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. ჩვენი კომპლექსის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, დოპელმაიერის მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი", - აცხადებს ფონდის მენეჯმენტი.

    სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს, სხვადასხვა კატეგორიის 250- მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას.

    სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

    სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება.

    ფონდის განმარტებით, პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.

    შეგახსენებთ, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი დაფუძნებულ იქნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ და მიზნად ისახავს, ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკურ განვითარებას გრძელვადიანი ინვესტიციებით.

    ამჟამად ხორციელდება 8 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 680 მილიონ დოლარს აჭარბებს. რვავე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 400 მლნ ლარზე მეტი.

    ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს გაუტოლდება.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები